ფეხბურთი

1:40 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პერესი “დეპორტივოში” დაბრუნდა

ერთწლიანი განშორების შემდეგ ლუკას პერესი “დეპორტივოში” დაბრუნდა. გალისიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 28 წლის ფორვარდი “რიასორზე” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.

პერესი “არსენალში” გასულ ზაფხულს 12.6 მილიონ გირვანქა სტერლინგად გადავიდა, მაგრამ ლონდონურ კლუბში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა. ლუკასმა გასულ სეზონში “მეთოფეების” მაისური 22-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118551