ფეხბურთი

22:50 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ლივერპულმა” ორიჯი ბუნდესლიგაში გაუშვა

ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი დივოკ ორიჯი კარიერას გერმანულ “ვოლფსბურგში” გააგრძელებს. როგორც “ლივერპულის” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ხელშეკრულება საიჯაროა და “მგლებს” ერთწლიანი იჯარა 3 მილიონი ევრო დაუჯდათ.

აღსანიშნავია, რომ “ვოლფსბურგს” დამდეგ ზაფხულს ბელგიელი ფორვარდის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

დივოკ ორიჯი “ლივერპულს” ორი წლის წინ “ლილიდან შეუერთდა დიდი მოლოდინით, თუმცა ვერ გაამართლა. განვლილ ორ სეზონში ორიჯიმ პრემიერლიგაში 51 შეხვედრაში ითამაშა და მხოლოდ 12 გოლის გატანა შეძლო.

0.108023