ფეხბურთი

19:20 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რენატუ სანჩესი პრემიერლიგაში ითამაშებს

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი რენატუ სანჩესი კარიერას “სუონსი სიტიში” გააგრძელებს. ამის შესახებ უელსური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. 20 წლის პორტუგალიელი “სუონსის” ღირსებას იჯარით დაიცავს, თუმცა კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი შესული არაა.

აღსანიშნავია, რომ რენატუს ასევე იჯარით გადაბირება “ლივერპულს”, “მილანსა” და “იუვენტუსს” სურდათ, მაგრამ მოკრძალებულმა “სუონსიმ” ყველას აჯობა.

რენატუ სანჩესი “ბაიერნში” გასულ ზაფხულს გადავიდა, თუმცა “რეკორდმაისტერის” ძირითად შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა. მთლიანობაში პორტუგალიელმა “ბაიერნის” ღირსება 26 შეხვედრაში დაიცვა და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116769