ფეხბურთი

14:00 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” 160 მილიონ ევროზე უარი თქვა

კატალონიის “ბარსელონა” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ყველა ღონეს ხმარობს, რომ ნეიმარის შემცვლელი იპოვოს. მიუხედავად იმისა, რომ “ბლაუგრანამ” ცოტა ხნის წინ უსმან დემბელე გაიფორმა, როგორც ჩანს, ეს არ კმარა.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ესპანურმა კლუბმა ტურინის “იუვენტუსიდან” პაულო დიბალას გადაბირება ისევ სცადა და 160 მილიონიც ევრო შეაძლია, მაგრამ იტალიელებისგან მტკიცე უარი მიიღეს. შესაბამისად, დიბალა ისევ “ბებერი ქალბატონისთვის” გაირჯება.

ეს არც იყო მოულოდნელი, რადგან არგენტინელმა სულ რაღაც ორი კვირის წინ “იუვეს” 10 ნომრიანი მაისური მოირგო და იმთავითვე ნათელი გახდა, რომ ტურინული გრანდი “ლა ჯოიას” არ შეელეოდა.

შეგახსენებთ, დიბალა “იუვენტუსში” 2015 წლიდან მოყოლებული თამაშობს და დღემდე შავ-თეთრთა რიგებში 97 შეხვედრაში 48 გოლის გატანა მოახერხა. პაულო დიბალას “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.107269