ფეხბურთი

13:30 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” დრაქსლერის გადაბირებას ცდილობს

“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველის იულიან დრაქსლერის გადაბირებას ლონდონის “არსენალი” ცდილობს. “მეთოფეები” აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებას იმ შემთხვევაში გეგმავენ, თუ ალექსის სანჩესს გაყიდიან.

ლონდონური კლუბი გერმანელ ფეხბურთელში 32 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდას გეგმავს, მაგრამ პსჟ-სა და თავად დრაქსლერის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. ბოლო პერიოდში მოთამაშე ამბობდა, რომ კლუბის შეცვლას არ აპირებს.

“არსენალში” ალტერნატიულ ვერსიებსაც განიხილავენ: “მონაკოდან” ტომას ლემარი და “ლესტერიდან” რიად მაჰრეზი.

შეგახსენებთ, რომ იულიან დრაქსლერი პსჟ-ში 2016-2017 წლების სეზონში “ვოლფსბურგიდან” გადავიდა. ამ დროის განმავლობაში ყველა ტურნირზე მან პარიზელთა მაისურით 27 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112881