ფეხბურთი

12:20 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ქალაქელები” სანჩესს არ ეშვებიან

“მანჩესტერ სიტის” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის დამატება სურს. როგორც Daily Mail იტყობინება, ამჟამად “ქალაქელებმა” თანხა გაზარდეს და ჩილელის სანაცვლოდ 74 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.

წინა შეთავაზება 54 მილიონი ევრო იყო, თუმცა “მეთოფეებმა” 28 წლის მოთამაშის გაყიდვა არ ისურვეს.

შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესსა და “არსენალს” შორის არსებული კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114528