ფეხბურთი

10:51 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაჰრეზს დღეს ბარსელონაში ელიან

ინგლისური "ლესტერისა" და ალჟირის ეროვნული ნაკრების შემტევი რიად მაჰრეზი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს. როგორც ესპანური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, კლუბებს შორის ტრანსფერის ყველა დეტალი შეთანხმებულია და 26 წლის ფეხბურთელი კატალონიელებთან კონტრაქტს დღეს გააფორმებს, "ლესტერი" კი მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს მიიღებს.

ამავდროულად, ალჟირის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაჰრეზმა ეროვნული გუნდის შეკრება დატოვა და ევროპაში გაემგზავრა ახალ კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად.

რიად მეჰრეზი "ლესტერში" 2014 წელს ფრანგული "ჰავრიდან" გადავიდა. ამ დროის განმავლობაში ინგლისური კლუბის მაისურით ჩატარებულ 141 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 27 საგოლე გადაცემა მიითვალა. 2015-2016 წლების სეზონში გუნდთან ერთად ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

"ლესტერიდან" მაჰრეზის შესაძლო წასვლაზე მთელი ზაფხული საუბრობდნენ, ყველაზე ხშირად მის სახელს იტალიურ "რომას" უკავშირებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, ალჟირელ მოთამაშეს ამ სეზონში არა სერია ა-ში, არამედ ლა ლიგაში ვიხილავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104659