ფეხბურთი

2:00 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

აბდენური “მარსელში” ითამაშებს

ტუნისის ნაკრების ცენტრალური მცველი აიმენ აბდენური კარიერას “მარსელში” განაგრძობს. ზღვისპირელების ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელი ფრანგულ კლუბში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს და შემდეგ მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა შეეძლებათ.

აბდენური “ვალენსიაში” 2015 წელს “მონაკოდან” 22 მილიონ ევროდ გადავიდა, თუმცა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და გასულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. მან ორი სეზონის განმალობაში “ღამურების” მაისური 43-ჯერ მოირგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110772