ფეხბურთი

0:20 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კრიხოვიაკი პრემიერლიგაში ითამაშებს

“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი გჟეგოჟ კრიხოვიაკი კარიერას “ვესტ ბრომვიჩ ალბიონში” გააგრძელებს. ინგლისური კლუბის ინფორმაციით, ხელშეკრულება საიჯაროა.

“წინადადებები ესპანეთიდან და იტალიიდან მქონდა, თუმცა “ვესტ ბრომვიჩი” ძალიან ამბიციური გუნდია. აქ კარგი ატმოსფეროა”, - განაცხადა პოლონელმა.

კრიხოვიაკი გასულ სეზონში გადავიდა პსჟ-ში 34 მილიონი ევროს სანაცვლოდ, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა. მხოლოდ 18 თამაში ჩაატარა და აქედან 10-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112784