ფეხბურთი

23:05 | 29.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

როი კინი: “რაიან გიგზი დღეს 2 მილიარდი ეღირებოდა”

ლეგენდარული ირლანდიელი როი კინი საფეხბურთო მოედანზე გამორჩეული იყო და მის ფარგლებს მიღმაც ასეა. ამჟამად ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მარტინ ონილის ასისტენტმა სატრსანფერო ბაზარზე არსებული ფასების შესახებ ისაუბრა და ამ ყველაფერს სასაცილო უწოდა.

“სატრანსფერო ბაზარზე სასაცილო მდგომარეობაა – უღიმღამო მოთამაშეებში დაუჯერებელ ფულს იხდიან. დღეს, ბექჰემი და ვან ნისტელროი 1 მილიარდი გირვანქა ეღირებოდნენ, ხოლო გიგზი – ორი მილიარდი”, - აღნიშნა როიმ.

აქვე გეტყვით, რომ 2003 წელს ბექჰემი “მანჩესტერიდან” “რეალში” 37.5 მილიონ ევროდ, ხოლო იმავე მიმართულებით რუუდ ვან ნისტელროი 32 მილიონად 2006 წელს. რაც შეეხება რაიან გიგზს – უელსელმა მთელი კარიერა “იუნაიტედში” გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112875