ფეხბურთი

0:30 | 30.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მალაგამ" ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელი ინათხოვრა

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და "ბორდოს" საკუთრებაში მყოფი დიეგო როლანი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით "მალაგაში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სამხრეთამერიკელი თავდამსხმელი ფრანგულ კლუბს 2013 წლის დასაწყისში მშობლიური "დეფენსორიდან" შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 149 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანა. ლიგა 1-ის გასულ სეზონში დიეგომ თავი 9 გოლით გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 8 მილიონი ევროა.

0.110066