ფეხბურთი

1:20 | 30.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სტოკ სიტიმ" ვიმერი დაიმატა

ავსტრიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ტოტენჰემის" ყოფილი მცველი კევინ ვიმერი კარიერას "სტოკ სიტიში" გააგრძელებს. 24 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და "მამლებმა" ტრანსფერის სანაცვლოდ 18 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღეს.

ვიმერი ლონდონურ გუნდში "კიოლნიდან" 2015 წელს გადავიდა და ორი სეზონის განმავლობაში 31 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 7 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11319