ჭიდაობა

20:00 | 29.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი წლის საუკეთესო მოჭიდავედ აღიარეს

ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი, რომელმაც პარიზში ახლახან გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქრო მედალი მოიპოვა, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) 2016 წლის საუკეთესო თავისუფალი სტილით მოჭიდავედ აღიარა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, პეტრიაშვილს გასული წლის საუკეთესო მოჭიდავისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი (10 000 $), ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების პრეზიდენტმა ნენად ლალოვიჩმა სწორედ პარიზში, ჩემპიონატის დასკვნით დღეს გადასცა, სადაც ქართველმა სპორტსმენმა პლანეტის პირველობის ფინალში მთავარი ფავორიტი, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული მძიმეწონითი კატეგორიის გამარჯვებული გახდა.

შეგახსენებთ, 2016 წელს გორელი ფალავანი კარიერაში პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

0.114231