ფეხბურთი

22:30 | 29.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი სამწვრთნელო გზას დაადგა

იტალიურის “რომას” ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ კარიერის დასრულების შემდგომ მწვრთნელის გზა აირჩია.

ფრანჩესკოს კლუბის ადმინისტრაციაში მუშაობა შესთავაზეს, თუმცა ეს წინადადება იტალიელისთვის დიდ ენთუზიაზმს არ იწვევდა.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტოტი უკვე ჩაირიცხა სასწავლო კურსებზე, სადაც იგი მწვრთნელისთვის საჭირო ცოდნასა და ლიცენზიას მოიპოვებს.

იტალიელმა კარიერის განმავლობაში 785 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელშიც 307 გოლი და 124 საგოლე პასი დაუგროვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114168