ფეხბურთი

23:20 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგი “აიაქსში” დაბრუნდა

ჰოლანდიელი ფეხბურთელი სიმ დე იონგი კარიერას “აიაქსში” განაგრძობს. 28 წლის მოთამაშის დაბრუნება ამსტერდამული გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

“აიაქსმა” შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ “ნიუკასლს” 2.3 მილიონი ევრო გადაუხადა და სიმს სამწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

ცნობისთვის, სიმ დე იონგი “აიაქსის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. ის ძირითად გუნდში 2007 წელს გამოჩნდა და 244 მატჩში 78 გოლის გატანა მოახერხა. სიმი 2014 წელს “ნიუკასლში” 8.7 მილიონ ევროდ გადავიდა, თუმცა მალევე მძიმე ტრავმა მიიღო, რამაც “სენტ ჯეიმს პარკზე” დამკვიდრებაში ხელი შეუშალა. მან “კაჭკაჭების” მაისური სულ 26-ჯერ მოირგო და მხოლოდ 2 ბურთი გაიტანა.

დე იონგმა გასული სეზონი იჯარით პსვ-ში ჩაატარა და 25 მატჩში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135585