ფეხბურთი

21:40 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონდოგბია: "არ ვიცოდი მესი თუ "რეალში" თამაშობდა"

ჟოფრეი კონდოგბიას “ვალენსიაში” ისეთი დებიუტი ჰქონდა, ბარე-ორი რომ ინატრებდა. ფრანგმა ნახევარმცველმა მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალს” გაუტანა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

თამაშის შემდეგ კონდოგბიას კრიშტიანუ რონალდუს არ ყოფნაზე კითხეს, დღეს ხომ “რეალს” მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი აკლდაო. ჟოფრეიმ ბევრი არ იფიქრა და საინტერესო პასუხი გასცა:

“არ ვიცოდი, რომ ლიონელ მესი “რეალში” თამაშობდა”, - ციტირებს ფრანგის სიტყვებს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, “რეალისა” და “ვალენსიას” შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა – 2:2. “სამეფო კლუბი” მარცხისგან 83-ე წუთზე მარკო ასენსიომ იხსნა.

0.155767