ფეხბურთი

22:23 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ლივერპულმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა

ინგლისურმა “ლიერპულმა” გერმანიის ვიცე-ჩემპიონ “ლაიფციგის” ერთ-ერთი ლიდერი ნაბი კეიტა გაიფორმა. 22 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით უკვე გაიარა.

თუმცა, გვინეელი ნახევარმცველი “ლივერპულის” ღირსებას არა მიმდინარე სეზონიდან, არამედ 2018 წლის 1 ივლისიდან დაიცავს. სწორედ ამ დროიდან შეუერთდა იგი იურგენ კლოპის გუნდს, რომლის დაჟინებული მოთხოვნითაც შედგა ტრანსფერი.

“ლივერპულმა” კეიტას სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გაიღო. ნაბი “ბითლომანთა” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია.

ნაბი კეიტამ თავი გასულ სეზონში გამოიჩინა, როდესაც ბუნდესლიგის 31 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. მანამდე გვინეელი “ზალცბურგისა” და “ისტრის” რიგებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113413