ფეხბურთი

21:07 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი: “მილანი ბრუნდება”

იტალიური “მილანის” კაპიტანმა ლეონადრო ბონუჩიმ “კალიარისთან” მოგებული მატჩი (2:1) შეაფასა და გუნდის თავგანწირვა შეაქო. ასევე აღნიშნა, რომ “მილანი” ბრუნდება.

“ძალიან მნიშვნელოვანი სერია დავასრულეთ. ჩვენი დაბრუნება დაიწყო. ეს თამაშები დაგვეხმარა, გვეჩვენებინა ჩვენი სულისკვეთება და თავგანწირვა. "იუვენტუსზე" და "ნაპოლიზე" არ ვფიქრობთ. ისინი ჩვენზე წინ არიან და ჩვენ იმაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ მათ დონეზე ავიდეთ. ეს "მილანი" 6 წლის წინანდელ "იუვენტუსს" მაგონებს, რომელსაც ბევრი ახალვწეული ჰყავდა - "მილანშიც" ასეა.

ახლა გავდივართ სანაკრებო შესვენებაზე, მაგრამ როდესაც დავბრუნდებით, დაიწყება ახალი ციკლი, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ”, - თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მე-3 ტურში, 10 სექტემბერს, “მილანი” “ლაციოს” დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111423