ფეხბურთი

19:07 | 27.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაულო დიბალა: “10 ნომერი დიდი პასუხისმგებლობაა”

ტურინის “იუვენტუსმა” “ჯენოა” 4:2 დაამარცხა, არადა, მეშვიდე წუთისთვის 0:2 აგებდა. მატჩის გმირი არგენტინელი პაულო დიბალა იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. თამაშის შემდეგ 23 წლის შემტევმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ 10 ნომრით თამაშმა მას წარმატება მოუტანა.

“წარმოუდგენლად ბედნიერები ვართ გამარჯვებით – ვიცოდით, რომ გენუაში თამაში რთული იქნებოდა და შეხვედრა ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ჩვენი თამაში ვიპოვეთ და შედეგშიც ავსახეთ.

ძალიან გახარებული ვარ სეზონის ასეთი სტარტით. 10 ნომერი? – ვიცი, რომ “იუვენტუსში” ამ მაისურის ტარება დიდი პასუხისმგებლობაა. შემიძლია ვთქვა, რომ 10 ნომერმა მხოლოდ კარგი და იღბალი მომიტანა”, - აღნიშნა დიბალამ.

პაულო დიბალამ, რომელიც “იუვენტუსში” ორი წლის განმავლობაში 21 ნომრით თამაშობდა, მიმდინარე სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო: 10 ნომრით სამი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108805