ფეხბურთი

1:40 | 27.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “წითელ ეშმაკებს” ვერ აჩერებენ

პრემიერლიგის მესამე ტურის პირველ სათამაშო დღეს 6 შეხვედრა გაიმართა. “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “ლესტერს” დაუხვდა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

“წითელმა ეშმაკებმა” წინა შეხვედრების მსგავსად, ამჯერადაც ძალიან კარგად ითამაშეს და 3 ქულა სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს. მასპინძლები მთელი შეხვედრის განმალობაში დომინირებდნენ და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ მეტოქის წინააღმდეგობა მხოლოდ 70-ე წუთზე გატეხეს. თუმცა, გატანილ გოლამდეც არაერთი საინტერესო ეპიზოდი ვიხილეთ, რომელთაგან გამოსაყოფი პირველ ნახევარში ხუან მატას გოლის გაუქმება იყო, რომელიც წესით ჩასათვლელი გახლდათ და 53-ე წუთზე რომელუ ლუკაკუს მიერ გაფუჭებული პენალტი.

“იუნაიტედის” ჯოკერი მარკუს რეშფორდი აღმოჩნდა, რომელმაც მცველების უყურადღებობით ისარგებლა, დასარტყმელ პოზიციაზე დარჩა და ახლო მანძილიდან გაიტანა, ხოლო 82-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსული მარუან ფელაინის ჯერი დადგა. უნდა ითქვას, რომ აქ უკვე თამაშგარე მდგომარეობა იყო და მსაჯმა მატას არჩათვლილი გოლის ერთგვარი კომპენსირება მოახდინა – 2:0.

ჟოზე მოურინიოს შეგირდებს სამიდან სამი მოგება აქვთ: 10 გატანილი ბურთი და არცერთი გაშვებული.

“იუნაიტედისგან” განსხვავებით, ძალიან გაუჭირდა მეორე მანჩესტერულ კლუბს, რომელმაც “ბორნმუთის” წინააღმდეგობის გატეხვა მხოლოდ მსაჯის მიერ მე-7 დამატებულ წუთზე მოახერხა. გამარჯვების გოლი რაჰიმ სტერლინგმა შეაგდო.

პირველი ქულები მოიპოვა “ნიუკასლმა”, რომელმაც “სენტ ჯეიმს პარკზე” ასევე უქულოდ მყოფი “ვესტ ჰემი” მიიღო და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. “სუონსიმ” გასვლაზე “კრისტალ პალასის” დამარცხება მოახერხა, ხოლო დანარჩენი ორი შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ბორნმუთი – მანჩესტერ სიტი 1:2 (1:1)

ბორნმუთი, “ვიტალიტი სთედიუმი”

ბორნმუთი (5-3-2): ბორუცი, აკე, კუკი, მინგსი, ა.სმიტი, დანიელსი, არტერი, სურმენი, გოსლინგი, კინგი, დეფო (აფობი 73).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი, ოტამენდი, კომპანი, მენდი, დანილო, ფერნანდინიო, დე ბრუინი, დ.სილვა (სტოუნზი 100), ბ.სილვა (აგუერო 66), სტერლინგი, ჟეზუსი (სანე 82).
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0 დანიელსი (13), 1:1 ჟეზუსი (21), 1:2 სტერლინგი (97)
გაფრთხილებები: აკე, კუკი, მინგსი, ა.სმიტი, არტერი – კომპანი, სილვა, ოტამენდი, მენდი, სტერლინგი
გაძევება: სტერლინგი (99)
მსაჯი: მაიკლ დინი

კრისტალ პალასი – სუონსი 0:2 (0:1)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (3-4-2-1): ჰენესი, დანი, ფოსუ-მენსა, ტომკინსი (კელი 41), მილივოიევიჩი (კაბაიე 58), პანჩონი, უარდი, ვან აანჰოლტი (ლი 46), თაუნსენდი, მაკარტური, ბენტეკე.
მწვრთნელი: ფრანკ დე ბური

სუონსი (3-4-1-2): ფაბიანსკი, ვან დერ ჰოორნი (რუტლიჯი 70), ფ.ფერნანდესი, მოუსონი, ტ.კეროლი, ფერი, ნოუტონი (რანხელი 88), ოლსონი, კლუკასი, აბრაჰამი (მაკბარნი 78), ა.აიუ.
მწვრთნელი: პოლ კლემენტი

გოლები: 0:1 აბრაჰამი (44), 0:2 ჯ.აიუ (48)
გაფრთხილებები: ბენტეკე, უარდი, კაბაიე, პანჩონი – ფერი
მსაჯი: ანდრე მარინერი

ჰადერსფილდი – საუთჰემპტონი 0:0

ჰადერსფილდი, “კირკლეს სთედიუმი”

ჰადერსფილდი (4-2-3-1): ლოსლი, ზანკა, შინდლერი, ლოუ, ტ.სმიტი, ბილინგი (უილიამსი 61), მუი, ვან ლა პარა (პალმერი 56), კაჩუნგა (ქუანერი 88), ინსი, მუნიე.
მწვრთნელი: დევიდ ვაგნერი

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, იოშიდა, სტეფენსი, ბერტრანი, სოარეში, რომეუ, ლემინა (ლონგი 64), ტადიჩი (მაკქუინი 74), ს.დევისი, რედმონდი, გაბიადინი (უარდ-პროუსი 71).
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

გაფრთხილებები: რომეუ
მსაჯი: სტიუარტ არტველი

ნიუკასლი – ვესტ ჰემი 3:0 (1:0)

ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი, კლარკი, ლასკელესი, მბემბა, მანკილიო, ჰეიდენი (დიამე 82), მერინიო, ა.პერესი, ატსუ, რიტჩი (მერფი 88), ხოსელუ (მიტროვიჩი 72).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ჰარტი, ოგბონა, კოლინსი, ზაბალეტა, კრესველი, რაისი (ლანცინი 46), ნობლი (კუაიტე 71), ა.აიუ (სახო 70), ე.ფერნანდესი, ანტონიო, ჩიჩარიტო.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლები: 1:0 ხოსელი (36), 2:0 კლარკი (72), 3:0 მიტროვიჩი (86)
გაფრთხილებები: მერინიო – ჩიჩარიტო, ე.ფერნანდესი, სახო
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

უოტფორდი – ბრაიტონი 0:0

უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”

უოტფორდი (4-3-3): გომეში, კაბასელე, პროდლი, ბრიტოსი, კიკო, კლევერლი, ჩალობა, დაკური, ამრაბატი (კეტკარტი 28), რიჩარლისონი, ა.გრეი (დინი 83).
მწვრთნელი: მარკო და სილვა

ბრაიტონი (4-4-1-1): რაიანი, დანკი, დაფი, სუტნერი, სალტორი (როსენიორი 46), სტეფენსი, პროპერი, მარჩი, კნოკერტი (იზკუერდო 81), გროსი (მერფი 91), ჰემედი.
მწვრთნელი: კრის ჰიუტონი

გაფრთხილებები: სალტონი
გაძევება: ბრიტოსი (24)
მსაჯი: გრემ სკოტი

მანჩესტერ იუნაიტედი – ლესტერი 2:0 (0:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბაილი, ჯონსი, ბლინდი, ა.ვალენსია, მატიჩი, პოგბა, მარსიალი (ლინგარდი 76), მხიტარიანი (ფელაინი 74), მატა (რეშფორდი 67), ლუკაკუ.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი, მორგანი, მაგუაირი, ფუქსი, სიმპსონი, ჯეიმსი, ნდიდი, მაჰრეზი, ოლბრაიტონი (დ.გრეი 60), ოკაზაკი (კინგი 60), ვარდი (სლიმანი 76).
მწვრთნელი: კრეიგ შექსპირი

გოლები: 1:0 რეშფორდი (70), 2:0 ფელაინი (82)
გაფრთხილებები: მხიტარიანი – ჯეიმსი, შმეიხელი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

53-ე წუთზე ლუკაკუმ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140477