ფეხბურთი

20:33 | 26.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ ესპანეთთან და ისრაელთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. “სკუადრა აძურას” რიგებში ამჯერზე 25 ფეხბურთელია მიწვეული.

ვენტურას სია სიურპირზების გარეშეა – იტალიის ნაკრებში ყველა ის ფეხბურთელია გამოძახებული, რომელთაც ბოლო პერიოდში უწევდათ საკუთარი სამშობლოს ღირსების დაცვა.

სხვა მხრივ კი, სრული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”), ჯანლუიჯი დონარუმა (“მილანი”), მატია პერინი (“ჯენოა”)

მცველები: დავიდე ასტორი (“ფიორენტინა”), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), ლეონარდო ბონუჩი (“მილანი”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), ანდრეა კონტი (“მილანი”), დანილო დ’ამბროზიო (“ინტერი”), მატეო დარმიანი (“მანჩესტერი”, ინგლისი), დანიელე რუგანი (“იუვენტუსი”), ლეონარდო სპინაცოლა (“ატალანტა”)

ნახევარმცველები: დანიელე დე როსი (“რომა”), რიკარდო მონტოლივო (“მილანი”), მარკო პაროლო (“ლაციო”), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ლორენცო პელეგრინი (“რომა”), ანტონიო კანდრევა (“ინტერი”), ფედერიკო ბერნარდესკი (“იუვენტუსი”)

თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (“ტორინო”), ედერი (“ინტერი”), მანოლო გაბიადინი (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), ჩირო იმმობილე (“ლაციო”), სტეფან ელ შაარავი (“რომა”), ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”)

იტალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლის ეგიდით 2 სექტემბერს, მადრიდში ესპანეთის ნაკრებს ეწვევა. სწორედ აღნიშნული შეხვედრაა გადამწყვეტი მუნდიალზე გასასვლელად – აპენინელებს და პირინელებს ამჟამად თანაბარი ქულები აქვთ, თუმცა “ფურია როხას” ბურთების უკეთესი ბალანსი გააჩნია – შესაბამისად, “სკუადრა აძურას” მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს.

გარდა ამისა, ჯამპიერო ვენტურას გუნდი 5 სექტემბერს, რეჯიო ემილიაში, ისრაელის ნაკრებს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110448