ფეხბურთი

17:44 | 26.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: “ლუკაკუს შეთავაზებაზე უარი ვთქვი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 10-ნომრიანი მაისური მოირგო. ამის შესახებ შვედი ESPN-ს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ 9-ნომრიანი მაისური თავადვე დაუთმო რომელუ ლუკაკუს.

“კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ დამირეკა ლუკაკუმ და მკითხა, მსურდა თუ არა 9-ნომრიანი მაისური. ვუპასუხე, რომ არ ვაპირებდი სიტუაციის არევას და გართულებას. მე გაძლევ 9 ნომერს და მოიხმარე ბედნიერებაში, მე კი ავიღებ 10-იანს. ასე რომ, მე არ დამიტოვებია “მანჩესტერი”, უბრალოდ, გავიუმჯობესე სათამაშო ნომერი”, - აღნიშნა იბრამ.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაზია რომ იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “წითელ ეშმაკებს” ვერ დაეხმარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108482