ფეხბურთი

2:50 | 26.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ვილიარეალი” ბასკეთში განადგურდა, პრიეტომ მეხუთასედ ითამაშა

ლა ლიგის მეორე ტურის პირველ სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. “ვილიარეალი” “ანოეტაზე” “სოსიედადს” ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. მასპინძლები ძალიან დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, რაც სამ გატანილ გოლში აისახა. საწყის 45 წუთში ანდრეს ფერნანდესის დამწუხრება ვილიან ჟოზემ, ხაბი პრიეტომ და ხუანმიმ მოახერხეს. განსაკუთრებით ლამაზი გოლი ამ უკანასკნელს გამოუვიდა, რომელიც ელუსტონდოს მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთი თავზე გადაუგდო – 3:0.

“სოსიედადმა” ორივე შეხვედრა მოიგო, ხოლო “ვილიარეალმა” წააგო და ბოლო ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ "სოსიედადის" მაისური მეხუთასედ მოირგო 33 წლის ნახევარმცველმა ხაბი პრიეტომ და ეს ფაქტი გატანილი გოლითაც აღნიშნა.

მეორე მატჩში “ბეტისმა” “სელტას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით აჯობა. პირველი ტურის მსგავსად, “სელტამ” ანგარიში გახსნა და ამის გაკეთება კვლავ მაქსიმილიანო გომესმა მოახერხა, რომელმაც საწყის ორ მატჩში სამი ბურთის გატანა მოახერხა. თუმცა, გალისიელებმა ანგარიში ამჯერადაც ვერ შეინარჩუნეს: ანდრეს გუარდადომ 31-ე წუთზე სერხი ლეონს ბურთი თავზე დაასვა და “ოსასუნას” ყოფილ ფორვარდს გატანა არ გასჭირვებია, ხოლო 77-ე წუთზე გუარდადომ უკვე ფედალს გაუკეთა საგოლე გადაცემა – 2:1.

სოსიედადი – ვილიარეალი 3:0 (3:0)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-3-3): რული, რ.ნავასი (აგირეჩე 82), ელუსტონდო, კ.როდრიგესი, ოდრიოზოლა, ილარამენდი, პრიეტო, ზურუტუზა, ხუანმი (ველა 66), ოიარზაბალი, ვილიან ჟოზე (კანალესი 74).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

ვილიარეალი (4-4-2): ა.ფერნანდესი (ბარბოსა 46), რ.სემედუ, ალვარო, რუკავინა, კოსტა, ტრიგეროსი (სანსონე 80), რ.ერნანდესი, ფორნალსი, კასტილიეხო, ბაკამბუ, ბაკა (უნალი 70).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლები: 1:0 ვილიან ჟოზე (25), 2:0 პრიეტო (34), 3:0 ხუანმი (45)
გაფრთხილებები: ელუსტონდო, ვილიან ჟოზე – კოსტა, ტრიგეროსი
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი

ბეტისი – სელტა 2:1 (1:1)

სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (4-1-4-1): ადანი, მანდი, ფედალი, ბარაგანი, დურმისი, ხ.გარსია, კამარასა, გუარდადო, გერერო (ტელო 66), ხოაკინი (ნარვეზი 84), ს.ლეონი (სანაბრია 80).
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, რონკალია (კაბრალი 75), ს.გომესი (ლობოტკა 80), ხონი, მალიო, რადოია, ხოზაბედი, ვასი (პ.ერნანდესი 65), სისტო, ასპასი, მ.გომესი.
მწვრთნელი: ხუან კარლოს უნსუე

გოლები: 0:1 მ.გომესი (10), 1:1 ს.ლეონი (31), 2:1 ფედალი (77)
გაფრთხილებები: ფედალი, მანდი – ხოზაბედი, ლობოტკა, რადოია
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13757