ფეხბურთი

12:30 | 26.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

დემბელემ "რენიც" ახეირა - 25 მილიონით!

უსმან დემბელეს ტრანსფერით ფრანგულმა “რენმაც” იხეირა – საქმე ისაა, რომ 20 წლის შემტევის მშობლიური კლუბი კომპენსაციის სახით 25 მილიონ ევროს მიიღებს. აღნიშნული პირობა დემბელეს კონტრაქტში იყო ჩადებული, როდესაც “რენიდან” “დორტმუნდში” 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ ფრანგს “რენის” მთავარ გუნდში მხოლოდ 29 მატჩი ჩაუტარებია, თუმცა კლუბმა ჯამში 40 მილიონის გამომუშავება მაინც შეძლო.

შეგახსენებთ, უსმან დემბელე “დორტმუნდმა” “ბარსელონაში” 105 მილიონ ევროდ გაყიდა. ამ თანხას კი ბონუსის სახით 45 მილიონი კიდევ დაემატება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110236