ფეხბურთი

12:00 | 26.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მინო რაიოლა: "ბარსელონას" ინსინიე შევთავაზე"

იტალიური “ნაპოლის” შემტევის ლორენცო ინსინიეს აგენტი მინო რაიოლა თავისი კლიენტის “ბარსელონაში” გადაყვანას სცდილობს. როგორც მრავლისმნახველმა მინომ ესპანურ მედიას განუცხადა, მან იტალიელი კატალონურ გრანდს უკვე შესთავაზა.

“ბარსელონას” ლორენცო ინსინიე შევთავაზე” - ის იდეალური ფეხბურთელია ნეიმარის შემცვლელად. დღეს ერთადერთია, რომელსაც შეუძლია “ბარსელონაში” შეავსოს ბრაზილიელის დანაკლისი ხარისხისა და თვისებების მხრივ”, - ციტირებს რაიოლას სიტყვებს Mundo Deportivo.

აღსანიშნავია, რომ არცთუ დიდი ხნის წინ “ბლაუგრანას” მხრიდან ინსინიეთი დაინტერესების შესახებ იწერებოდა კიდეც. თუმცა, მაშინ “ნაპოლიმ” ლიდერის გასხვისება იუარა. ახლახან კი, “ბარსამ” უსმან დემბელე გაიფორმა, რაც იტალიელის “კამპ ნოუზე” გადაბარგებას თითქოს გამორიცხავს.

მაგრამ, ლორენცო ინსინიეს ბედი მინო რაიოლას ხელშია – მას კი, ქვის გატეხვაც შეუძლია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123721