ფეხბურთი

23:00 | 25.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერის” პრეზიდენტს საკუთარი გუნდი “მილანში” აერია...

მილანის “ინტერის” მფლობელი ერიკ ტოჰირი მთელი იტალიის დასაცინი გახდა. საქმე ისაა, რომ Metro News-სთან ინტერვიუში ტოჰირმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა. აი, რა განაცხადა “ინტერნაციონალეს” მეპატრონემ:

“იტალიური გუნდი მხოლოდ ბიზნესის კუთხით არ შემიძენია. მე მიყვარს ეს კლუბი – მას შემდგომ “ინტერისტა” ვარ, რაც “ინტერში” ჰოლანდიური ტრიო თამაშობდა, ხოლო შემდეგ რონალდოც შეიძინა”, - თქვა ტოჰირმა.

ინდონეზიელი ბიზნესმენი ჰოლანდიურ ტრიოში მარკო ვან ბასტენს, რუუდ გულიტსა და ფრანკ რაიკაარდს გულისხმობდა, მაგრამ რეალურად ისინი არა “ინტერში”, არამედ “მილანში” თამაშობდნენ – ტოჰირის დიდი ლაფსუსიც ამაში მდგომარეობს.

“ნერაძურის” მფლობელის აღნიშნულმა კომენტარმა იტალიაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა და სოციალურ ქსელში სხვა და სხვა ირონიული პოსტიც განთავსდა. მათ შორის, ერთ-ერთი კი ფოტოზეა ასახული...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116033