ფეხბურთი

1:40 | 26.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვან დერ ვილი სერია A-ში ითამაშებს

იტალიურმა “კალიარიმ” ჰოლანდიელი მცველი გრიგორი ვან დერ ვილი შეიძინა. აღნიშნულ ინფორმაციას სარდნიული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს. 29 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 2 ნომრიანი მაისური მოირგო.

ვან დერ ვილი ბოლოს თურქულ “ფენერბაჰჩეში” იყო, თუმცა ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა. ვან დერ ვილმა სახელი ამსტერდამის “აიაქსში” თამაშით გაითქვა, რომლის ღირსებას 2006-2013 წლებში იცავდა.

შემდეგ ფრანგულ “პარი სენ ჟერმენში” გადავიდა, სადაც სამი სეზონი გაატარა. ვან დერ ვილის კარიერაში საუკეთესო პერიოდი კი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მიიჩნევა, რომელიც მან მაღალ დონეზე ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130166