ფეხბურთი

0:18 | 26.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაროტა: “ბარსელონა” საგრძნობლად დასუსტდა”

ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი კლუბის მეტოქე “ბარსელონა” ისეთი ძლიერი აღარაა, როგორც ადრე. მისი თქმით, “ბარსელონა” წლების განმავლობაში იყო სერიოზული კონკურენტი, თუმცა, ნეიმარის წასვლის შემდეგ გუნდი საგრძნობლად დასუსტდა.

“თითოეულ ჯგუფში იქნება სერიოზული კონკურენცია, რადგან ამ ეტაპის გადალახვა ყველასთვისაა მნიშნელოანი. მიუხედავად იმისა, რომ “ბლაუგრანა” დასუსტებულია ნეიმარის გაშვების შემდეგ, ეს გუნდი მაინც წარმოადგენს საფრთხეს.

ვნახოთ, რა მოხდება მათთან მატჩში. ნებისმიერ შემთხვევაში, უშეღავათო ბრძოლა იქნება”, - თქვა მაროტამ Mediaset-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

პირველ მატჩს “ბარსელონა” საკუთარ კედლებში 12 სექტემბერს ჩაატარებს, საპასუხო მატჩი კი ტურინში, 22 ნოემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123553