ფეხბურთი

21:40 | 25.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარკიზიოს ტრავმა გაუმიზეზდა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო “ბებერ ქალბატონს” 1 თვით შორდება. საქმე ისაა, რომ 31 წლის მოთამაშეს გაუმიზეზდა ძველი ტრავმა - მუხლზე, რომელზეც შარშან ოპერაცია გაიკეთა.

მუხლზე ჩატარებული პროცედურების გამო იტალიელი 4 კვირა იუქმებს.

ეს თემა ადგილობრივი მედიისთვის კიდევ ერთხელ გახდა იმის მიზეზი, მარკიზიო “ბიანკონერის” დატოვების განზრახვაში დაედანაშაულებინა, თუმცა ეს ინფორმაცია საბოლოოდ კლუბმა უარყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109367