ფეხბურთი

22:19 | 24.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

საგა დასრულდა: დემბელე “ბარსელონაში”, 150 მილიონი – “დორტმუნდში”

უსმან დემბელესა და “ბარსელონას” სატრანსფერო საგა, როგორც იქნა დასრულდა. გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია და ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი ამიერიდან “ბარსელონას” რიგებში ითამაშებს.

წყაროს ცნობით, 25 აგვისტოს, აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად დაადასტურებს “დორტმუნდის” აღმასრულებელი დირექტორი ვაცკე. “ბარსა” დემბელეს სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს გაიღებს. აქედან 120 გერმანელთა ანგარიშზე უმალვე აისახება, ხოლო დანარჩენი 30 სამომავლოდ, ბონუსების სახით.

მოკლედ, უსმან დემბელეს ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია ნეიმარის შემდეგ, რომლის შემცვლელად ესახებათ “კამპ ნოუზე”.

ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ 20 წლის ფრანგი შემტევი “დორტმუნდმა” ერთი წლის წინ “რენიდან” სულ რაღაც 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. დემბელემ გასულ სეზონში “ყვითლების” ღირსება ყველა ტურნირის ჩათვლით 50 შეხვედრაში დაიცვა და 10 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110727