ფეხბურთი

21:28 | 24.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესოა

კრიშტიანუ რონალდუ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა ლიდერმა “ბარსელონას” შემტევ ლიონელ მესისა და “იუვენტუსის” კარის დარაჯ ჯანლუიჯი ბუფონს აჯობა.

გარდა ამისა, საუკეთესოები პოზიციების მიხედვითაც გამოვლინდნენ. ყველა ნომინაციაში “რეალის” ფეხბურთელებმა აჯობეს კონკურენტებს, გამონაკლისი მხოლოდ მეკარის პოზიციაა, რომელშიც ყველას ბუფონმა აჯობა.

საუკეთესო მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, იტალია)

საუკეთესო მცველი: სერხიო რამოსი (“რეალი”, ესპანეთი)

საუკეთესო ნახევარმცველი: ლუკა მოდრიჩი (“რეალი”, ხორვატია)

საუკეთესო თავდამსხმელი: კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, პორტუგალია)

საუკეთესო ფეხბურთელი: კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, პორტუგალია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103998