ფეხბურთი

22:47 | 24.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

იოსიდამ "საუთჰემპტონთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

იაპონიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მაია იოსიდამ "საუთჰემპტონთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "წმინდანების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

აზიელი მოთამაშე პრემიერლიგის გუნდში "ვენლოდან" 2012 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 136 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში მაია გახდა პირველი იაპონელი, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატში 100 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11384