ფეხბურთი

13:46 | 24.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა მანჩესტერში - “სიტიმ” ლიონელის საკითხი ხორხესთან განიხილა

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ფორვარდის ლიონელ მესის მამა, ხორხე მესი “მანჩესტერ სიტის” სპორტულ დირექტორს ჩიკი ბეგირისტაინს შეხვდა. როგორც ბრიტანული გამოცემები იტყობინებიან, მხარეებმა არგენტინელი ფეხბურთელის ინგლისურ კლუბში გადასვლის საკითხი განიხილეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მანჩესტერ სიტი” მზადაა მესის ტრანსფერში 300 მილიონი ევრო გადაიხადოს. ლიონელს “ბარსელონასთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმების შესახებ არაერთი განცხადების მიუხედავად, ჯერჯერობით თანამშრომლობა არ გახანგრძლივებულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112259