ფეხბურთი

10:50 | 24.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: ჯგუფების მოლოდინში

დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. უკვე ცნობილია 32-ვე გუნდი, რომელიც 2017/2018 წლების სეზონში, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

კენჭისყრის წინ გუნდები ოთხ კალათაში გადანაწილდნენ. აღსანიშნავია, რომ ერთი ქვეყნის გუნდები ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან.

I კალათა: “რეალი” (კოეფიციენტი - 176.999),“ბაიერნი” (154.899), “იუვენტუსი” (140.666), “ბენფიკა” (111.866), “ჩელსი” (106.192), “შახტარი” (87.526), “მონაკო” (62.333), “სპარტაკი” (18.606).

II კალათა: “ბარსელონა” (151.999), “ატლეტიკო” (142.999), “პარი სენ ჟერმენი” (126.333), “ბორუსია” (124.899), “სევილია” (112.999), “მანჩესტერ სიტი” (100.192), “პორტუ” (98.866), “მანჩესტერ იუნაიტედი” (95.192).

III კალათა: “ნაპოლი” (88.666), “ტოტენჰემი” (77.192), “ბაზელი” (74.415), “ოლიმპიაკოსი” (64.580), “ანდერლეხტი” (58.840), “ლივერპული” (56.192), “რომა” (53.666), “ბეშიქთაში” (45.840).

IV კალათა: “სელტიკი” (42.785), ცსკა (39.606), “სპორტინგი” (36.866), “აპოელი” (26.210), “ფეინოორდი” (23.212), “მარიბორი” (21.125), “ყარაბაღი” (18.050), “ლაიპციგი” (15.899).

პირველ კალათში ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული და წამყვანი ჩემპიონატების პირველადგილოსნები არიან განთავსებული, დანარჩენ 3-ში კი გუნდები რეიტინგის მიხედვით განლაგდნენ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 12/13 სექტემბერს დაიწყება და 5/6 დეკემბერს დასრულდება. ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები 1/8-ფინალში განაგრძობენ ასპარეზობას და აღნიშნული ეტაპის კენჭისყრა 11 დეკემბერსაა დაგეგმილი, ხოლო მესამედგილოსნები ევროპის ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113732