ფეხბურთი

17:45 | 23.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

რუნიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

"ევერტონის" შემტევმა უეინ რუნიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა გაავრცელა. ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა ის გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა, თუმცა უეინს ნაკრებიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა.

"ჩემთვის ინგლისის ნაკრებში თამაში ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ყოველთვის, როცა მიძახებდნენ, ეს იყო პრივილეგია ჩემთვის და დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა და მეხმარებოდა." - განაცხადა რუნიმ.

უეინი ინგლისის ეროვნული ნაკრების რიგებში პირველად 2003 წლის 2 დეკემბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში გამოჩნდა. მაშინ ფეხბურთელი "ევერტონში" თამაშობდა. ეროვნულ გუნდში რუნიმ 119 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 53 გოლი და ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ბობი ჩარლტონის მიღწევა 4 გოლით გააუმჯობესა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115243