ფეხბურთი

16:16 | 23.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” ნეიმარს თანხის დაბრუნებას სთხოვს

კატალონიის “ბარსელონა” ნეიმარს 8,5 მილიონ ევროს დაბრუნებას სთხოვს. ეს თანხა ბრაზილიელმა შემტევმა კატალონიური კლუბისგან ბონუსის სახით გასულ სეზონში, კონტრაქტის განახლების დროს მიიღო.

ამ მოთხოვნაზე ნეიმარის ამჟამინდელმა კლუბმა “პარი სენ ჟერმენმა” მოახდინა რეაგირება.

“ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ ყველა მოქმედ კანონმდებლობას და წესებს. კიდევ ერთხელ ვგმობთ “ბარსელონას” საქციელს, თუმცა თუ ჩვენი ფეხბურთელი ვერ შეძლებს გადაიხადოს საჭირო თანხა, გადაიხდის კლუბი”, - ნათქვამია პსჟ-ს განცხადებაში.

0.110725