ფეხბურთი

21:22 | 22.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კანსელო “ინტერის” ფეხბურთელია

მილანის “ინტერმა” ესპანური “ვალენსიას” განაპირა მცველი ჟოაო კანსელო გაიფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას “ნერაძურის” ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

23 წლის ფეხბურთელი იტალიურ გრანდში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს, ხოლო დამდეგ ზაფხულს “ინტერს” მისი გამოსყიდვა 30 მილიონ ევროდ შეეძლება. კანსელომ ახალ გუნდში 7 ნომრიანი მაისური მოირგო.

ჟოაო კანსელო “ბენფიკას” აკადემიის აღზრდილია და “ვალენსიაში” 2014 წელს გადავიდა. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში კი პორტუგალიელმა “ღამურების” ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება შეძლო.

0.116401