ფეხბურთი

14:50 | 22.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

რუნი “სიტისთან” 1 ქულით უკმაყოფილოა

“ევერტონის” შემტევმა უეინ რუნიმ “მანჩესტერ სიტისთან” ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდგომ აღნიშნა, რომ შედეგით უკმაყოფილოა.

“პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ. ბევრი შანსი გვქონდა და ანგარიშიც გავხსენით. მოწინააღმდეგეს პატივს ვცემ, თუმცა სამწუხაროა, რომ საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. თამაშის დაწყებამდე ვფიქრობდი, რომ ფრე კარგი შედეგი იქნებოდა, მაგრამ ახლა განსხვავებული აზრი მაქვს დაფიქსირებულ ანგარიშზე”, - თქვა რუნიმ, რომლისთვისაც ამ შეხვედრაში გატანილი გოლი პრემიერლიგაში მე-200 გამოდგა.

მომდევნო ტურში “ევერტონი” “ჩელსის” დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121298