ფეხბურთი

17:57 | 20.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერ სიტი” მესის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

ინგლისური “მანჩესტერ სიტი” ხმაურიან ტრანსფერზე იწყებს მუშაობას. ფრანგული ტელეარხი Canal Plus-ის ცნობით, “სიტის” ხელმძვანელობა მზადაა ლიონელ მესის გამოსასყიდი თანხა გადაუხადოს “ბარსელონას” და არგენტინელი ფეხბურთელი გაიფორმოს. საუბარი კი, 300 მილიონ ევროზეა.

როგორც წყარო იტყობინება, “სიტის” მფლობელი ხალდუნ ალ მუბარაქი უკვე ესაუბრა თავისი გუნდის სამწვრთნელო შტაბს აღნიშნულ ტრანსფერზე. “სიტის” დრო 1 სექტემბრამდე აქვს – სწორედ ამ დღეს იხურება ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა.

თავის მხრივ, აღსანიშნავია, რომ მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტი ჯერაც არ გაუხანგრძლივებია. არადა, ჯერ კიდევ 5 ივლისს, დაანონსდა, რომ “ბარსა” და ლიონელი ახალ ხელშეკრულებას 2021 წლამდე გააფორმებდნენ, მაგრამ საქმე ბოლომდე დღემდე არ მისულა.

ნეიმარის “პარი სენ ჟერმენში” 222 მილიონ ევროდ გასხვისების შემდეგ კი, როგორც ჩანს, “მანჩესტერ სიტიც” დაიმედდა, რომ შეუძლებელი არაფერია...

0.117958