ფეხბურთი

18:23 | 20.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა: "უჩვეულო გრძნობა მაქვს"

ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ პირველად დაფიქრდა თავის საკლუბო მომავალზე. 33 წლის ინიესტა იმ 24 კაცს შორისაა, რომლებიც კანდიდატები არიან ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელობაზე.

ინიესტას 2018 წლის ზაფხულს უმთავრდება "ბარსელონასთან" კონტრაქტი:

"ახალი ხელშეკრულება არ გამიფორმებია. უცნაური გრძნობა მაქვს: პირველად ხდება, რომ საკლუბო მომავალზე დავფიქრდი. ასეთ რამეს თუნდაც სამი წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი".

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ჟერარ პიკემ განაცხადა, ამდენი წლის განმავლობაში პირველად ვიგრძენი, რომ "რეალი" თამაშით გვჯობსო.

0.129737