ფეხბურთი

12:41 | 20.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევს ანტუან გრიზმანს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. 26 წლის ფეხბურთელმა "ჟირონასთან" მატჩში სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ფრანგმა გააპროტესტა, მსაჯს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა და საბოლოოდ მოედნიდან გააძევეს.

როგორც ესპანური გამოცემა AS-ი იუწყება, ფეხბურთელმა დისციპლინარული კოდექსი დაარღვია და მიუხედავად იმისა, რომ გრიზმანმა მსაჯს მატჩის შემდეგ ბოდიში მოუხადა, ანტუანს ოთხმატჩიანი დისკავლიფიკაცია ემუქრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110764