ისტორია

9:26 | 20.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

20 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2008 წლის 20 აგვისტოს, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით ქართველმა მოჭიდავემ ოთარ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1921. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, მოლა მელორიმ ელენ მუდი 4:6, 6:4, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 35-ე ჩემპიონი გახდა.

1922. საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ქალ მძლეოსანთა შორის მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ჩატარდა.

1931. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში ელენ მუდმა ეილინ უიტინგსტოლი 6:4, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 45-ე ჩემპიონი გახდა.

1936. თბილისის “დინამომ” საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში მოსკოვში ადგილობრივი “სპარტაკი” 6:3 დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, დამატებითში კი, თბილისელებმა ზედიზედ სამი ბურთი შეაგდეს. დინამოელთაგან გოლები პაიჭაძემ (2), ასლამაზოვმა (2), პანინმა და სიმოვმა გაიტანეს.

1945. ლეგენდარულმა უნგრელმა ფორვარდმა ფერენც პუშკაშმა მადიართა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში თავისი პირველი მატჩი ჩაატარა. უნგრელებმა ავსტრიის ნაკრებს 5:2 მოუგეს. სულ პუშკაშმა თავისი სამშობლოს ეროვნულ გუნდში 85 შეხვედრა ჩაატარა და 84 გოლი გაიტანა. სანაკრებო ასპარეზობებში პუშკაშმა სამჯერ შეასრულა ჰეთ-თრიკი, ალბანელებს კი ოთხი გოლი გაუტანა. ზოლტან ციბორთან, შანდორ კოჩიშთან, ნანდორ ჰიდეგკუტისა და იოჟეფ ბოჟიკთან ერთად პუშკაში გასული საუკუნის 50-იანი წლების იმ ლეგენდარული უნგრეთის საფეხბურთო ნაკრების წევრი გახლდათ, რომელმაც “უემბლიზე” ინგლისის ნაკრები 6:3 გაანადგურა, 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ფინალში იასპარეზა.

1947. ინგლისელმა საჰაერო პილოტმა ტარნერ კოლდუელმა D-558 ტიპის თვითმფრინავით ფრენისას სიჩქარის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1131 კმ/სთ).

1963. მადრიდის “რეალის” სამხრეთამერიკული ტურნეს მსვლელობისას, ვენესუელაში იქაურმა ბანდიტებმა კასტილიელთა გუნდის ფორვარდი ალფრედო დი სტეფანო გაიტაცეს. ორი დღის შემდეგ ტერორისტებმა თავდამსხმელი გაათავისუფლეს. თავად დი სტეფანოს თქმით, გამტაცებლებს ამ ჟესტით ვენესუელას არანორმალურ პოლიტიკურ მდგომარეობაზე მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურედღების მიქცევა სურდათ.

1978. რუსმა მძლეოსანმა ტატიანა პროვიდოხინამ ერთ კმ-ზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:30,6).

1980. იტალიელმა ალპინისტმა რეინოლდ მესნერმა, მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ევერესტი მარტომ დალაშქრა. მესნერის მიღწევა იმითაცაა უნიკალური, რომ იგი ევერესტზე ჟანგბადის ბალიშის გარეშე ადიოდა.

1988. ბულგარელმა მძლეოსანმა იორდანკა დონკოვამ ქალთა შორის 100 მეტრზე თარბრჯენით რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (12,21).

1989. ინგლისელმა მოცურავე ჯანეტ ევანსმა 800 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (8:16,22).

1989. მაროკოელმა მძლეოსანმა საიდ აოიუტამ 3 ათას მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7:29,45).

1991. გერმანელმა მოცურავე ნორბერტ როტამ 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:01,29).

1993. ამერიკელმა მძლეოსანმა კოლინ ჯექსონმა 110 მეტრზე თარბრჯენით რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (12,91).

2003. პორტუგალიის ეროვნულ გუნდში, კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ შედგა.

2004. ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ბატუტზე ხტომაში ჩემპიონი გერმანიის სახელით მოასპარეზე ანა დოღონაძე გახდა.

2006. ინგლისური საფეხბურთო პრემიერლიგის პირველ ტურში დასწრების ორი რეკორდი დამყარდა. 10 მატჩს 400 135 მაყურებელმა მიადევნა თვალი, ხოლო “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ფულჰემის” ასპარეზობას 75 115 მაყურებელი დაესწრო.

2008. პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით ქართველმა მოჭიდავემ ოთარ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2008. პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე მამაკაც კალათბურთელთა ტურნირის ნახევარფინალისტების გაირკვნენ. საუკეთესო ოთხეულში ესპანეთი (ხორვატია 72:59 დაამარცხა), ლიტვა (ჩინეთს 94:68 სძლია), აშშ (ავსტრალია 116:85 დაჯაბნა) და არგენტინა (საბერძნეთს 80:78 მოუგო) გავიდნენ.

2008. პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე იამაიკელმა სპრინტერმა უსეინ ბოლტმა მეორე დისტანცია მოიგო და კვლავ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. 200 მეტრზე რბენაში ბოლტმა ოქროს მედალი 19.30 წამის შედეგის ჩვენების შედეგად მოიპოვა.

2009. ბერლინში მიმდინარე მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 200 მეტრზე რბენა უსეინ ბოლტმა პლანეტის ახალი რეკორდით მოიგო (19.19). საინტერესოა აღინიშნოს, რომ მან 16 აგვისტოს 100 მეტრზეც დაამყარა მსოფლიოს რეკორდი და ამჯერადაც იამაიკელმა სპრინტერმა მსოფლიოს რეკორდი 0.11 წამით გააუმჯობესა.

2010. ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები თბილისში ბელგიასთან 63:86 დამარცხდა.

2011. კოლუმბიაში მიმდინარე 20 წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიამ დამატებით დროში 3:2 პორტუგალიას სძლია და მეხუთედ მოიგო ამ ასაკობრივი ჯგუფის მუნდიალი.

2013. სერბულ ზრენჯანინში დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის, საქართველოსბერძენ-რომაელთა ნაკრებმა ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ტურნირის პირველდღეს ჩემპიონიზვიად პატარიძე (100 კგ.) გახდა, მე-3 ადგილი კი ლევან ქავჟარაძემ (58 კგ.) დაიკავა.

ამ დღეს დაიბადნენ

1908. ალონსო ლოპესი. 1959 წელს აღიარეს ამერიკის ბეისბოლისტთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელად.

1914. კიტეი სონი. კორეელი სტაიერი. ბერლინის 1936 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი მარათონულ რბენაში.

1920. იშტვან შვიჟეცი. უნგრელი წყალბურთელი. მელბურნის 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1937. გეორგ ტომა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თხილამურებით ტრამპლინიდან მხტომელი. 1960 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1937. სტანისლავ პეტუხოვი. საბჭოთა კავშირის შაიბიანი ჰოკეის ნაკრების მოთამაშე. 1964 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 1963 და 1964 წლების ჩემპიონი.

1940. რონი მაკინონი. შოტლანდიის ნაკრებისა და გლაზგოს “რეინჯერსის” ნახევარმცველი. 1972 წელს მოიპოვა თასების თასი. შოტლანდიის სამგზის ჩემპიონი და ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასის ხუთგზის მფლობელი. შოტლანდიის ნაკრებში 1966-71 წლებში გამოდიოდა და მის რიგებში 28 მატჩი ჩაატარა.

1942. ჰანს-იოაკიმ კლაინი. გფრ-ის მოცურავე. 100 მეტრზე ცურვაში 1964 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მფლობელი.

1954. უილიამ ქუინ ბაკნერი. ამერიკელი კალათბურთელი. 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1957. სინდი ნოკალასი. კანადელი მოცურავე. მან ცხრამეტჯერ მოახერხა ლა მანშის სრუტის გადაცურვა.

1957. მაიკ დოდი. ამერიკელი ფრენბურთელი. პლაჟის ფრენბურთში 1996 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1961. სტივენ მაკმაჰონი. 1985-91 წლებში “ლივერპულის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. ინგლისის სამგზის ჩემპიონი და ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასის ორგზის მფლობელი.

1963. რიკარდო ფერი. იტალიის ნაკრების, მილანის “ინტერისა” და “სამპდორიას” მცველი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ევროპის 1988 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 45 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. მილანელთა და გენუელთა რიგებში გამოსვლისას თითოჯერ მოიგო უეფას თასი. იტალიის ჩემპიონი, ქვეყნის თასისა და სუპერთასის მფლობელი.

1964. ჯუზეპე ჯანინი. იტალიის ნაკრებისა და “რომას” ფეხბურთელი. ამპლუით მცველი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. “სკუადრა აძურაში” გამოდიოდა 1986-91 წლებში, მის რიგებში 47 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. “რომაში” ასპარეზობდა 1979-96 წლებში. სამჯერ დაეუფლა იტალიის თასს. სერია A-ში რომაელთა შემადგენლობაში ჩაატარა 318 მატჩი, გაიტანა 49 გოლი. 1996-97 წლებში გამოდიდა “გრაცერ აკ”-ში, რომელშიც თამაშისას ავსტრიის სუპერთასი მოიპოვა. 1997 წელს გამოდიოდა “ნაპოლიში”, შემდეგ, ასევე მცირე ხნით, 1998 წელს “ლეჩეში” ასპარეზობდა. იტალიელმა ჟურნალისტებმა ჯანინის “პრინცი” შეარქვეს.

1968. სანდი ბრონდელიო. ავსტრალიის საკალათბურთო ნაკრების წევრი. ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი.

1972. დერეკ ალსტონი. “ფილადელფია ფლაიერზის” ფორვარდი (198 სმ).

1980. ლაშა ჯაკობია. საქართველოს ნაკრების, ლიეჟის “სტანდარდის”, “ლიეჟის”, თბილისის “დინამოს”, “თბილისის”, ბერძნული “იანინას”, ხარკოვის “მატალისტის”, კიევის “არსენალის” ფორვარდი. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 14 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.

1982. ალექსანდრე ამისულაშვილი. საქართველოს ნაკრების, თელავის “კახეთის,” სამტრედიის “იბერიას,” თბილისის “დინამოს,” კიევის “დინამოს,” დნეპროპეტროვსკის “დნეპრის”, ნალჩიკის “სპარტაკის”, “კაისერისპორის”, “კრასნოდარის”, “კრილია სოვეტოვის”, ბაქოს “ინტერის” მცველი. საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი. დსთ-ის ჩემპიონთა თასის მფლობელი (2004). საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი, გაიტანა 4 გოლი.

1983. მიხაელ კრიკერმანსი. გერმანიის საკალათბურთო ნაკრებისა და “მიტელდოიჩერის” ფორვარდი (202 სმ). ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1976. კარლოს აკტისი. არგენტინელი გენერალი. იგი არგენტინის 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი იყო, როდესაც ბუენოს აირესში ტერორისტებმა მოკლეს.

0.114008