ფეხბურთი

3:16 | 20.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ატლეტიკო” წაგებას სასწაულად გადაურჩა, “სევილიამ” “სანჩეს პისხუანზე” ვერ ივარგა

ლა ლიგის 2017/2018 წლების სეზონი საინტერესოდ დაიწყო. მეორე სათამაშო დღეს, გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტებმა “ატლეტიკომ” და “სევილიამ” გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგეს და კონკურენტებს დიდი ალბათობით პირველივე ტურის შემდეგ ჩამორჩებიან.

“ატლეტიკო” გასვლაზე “ხირონას” დაუპირისპირდა, რომელმაც 87-წლიანი არსებობის განმალობაში ლა ლიგაში პირველად ითამაშა და სადებიუტო შეხვედრაში ხმაურიან გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა. სტუმართათვის შეხვედრა კატასტროფულად დაიწყო და 22-ე და 25-ე წუთებზე ლა ლიგაში დაბრუნებულმა კრისტიან სტუანიმ “ხირონა” ორი ბურთით დააწინაურა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ვერაფერი ხეირიანი ვერ შექმნეს და ტაიმი 2:0 დასრულდა.

მადრიდელებმა მეორე ნახევარიც ინერტულად დაიწყეს, ხოლო 67-ე წუთზე “როხიბლანკოს” მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მსაჯთან ზედმეტი საუბრის გამო ანტუან გრიზმანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმრები 10 კაცით დარჩნენ. დიეგო სიმეონეს შეგირდები თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ სწორედ ამ დროს გამოჩნდა უზარმაზარი სხვაობა კლასში, რომელიც ამ გუნდებს შორისაა. მადრიდელებმა, რომლებმაც ძალიან ცუდი შეხვედრა ჩაატარეს და წაგება დაიმსახურეს, კაცნაკლულებმა შეძლეს თამაშის გადარჩენა და ქულის მოპოვება: 78-ე წუთზე ანხელ კორეამ შესანიშნავი გოლი გაიტანა, ხოლო 85-ე წუთზე ქულის მომტანი ბურთი ხოსე მარია ხიმენესმა შეაგდო. მოსაგებად კი, “ხირონა” წავიდა და ბოლო წამებზე 100%-იანი საგოლე შანსიც ჰქონდათ, მაგრამ იან ობლაკმა საოცარი სეივი განახორციელა და საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა – 2:2.

“სევილია” საკუთარ მოედანზე “ესპანიოლს” დაუხვდა და შინ ქულა გაატანა. მასპინძლები ლენგლეტის გოლით იგებდნენ, მაგრამ ლეო ბაპტიშტაომ წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინა და “დალაქებმა” ბევრი მცდელობის მიუხედავად, მეორე გოლის გატანა ვეღარ შეძლეს. “ატლეტიკოს” მსგავსად, ანდალუსიელებმაც პირველივე მატჩში წითელი ბარათი მიიღეს და ანტუან გრიზმანის არ იყოს, ევერ ბანეგაც მსაჯთან ზედმეტი საუბრის გამო მიაბრძანეს მოედნიდან – 1:1.

ჯერჯერობით ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა “ესტადიო ბალაიდოსზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “სელტამ” “სოსიედადს” უმასპინძლა. მასპინძლები ურუგვაელი ახალწვეულის მაქსიმილიანო გომესის დუბლის წყალობით ორჯერ იგებდნენ, თუმცა ჯერ ოიარზაბალმა გაათანაბრა, ხოლო მე-80 წუთზე ამის გაკეთება ხუანმიმ შეძლო. 87-ე წუთზე კი, მატეუ ლაოსმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და “სელტას” კარი მიმართულებით პენალტი დანიშნა, რომელიც ვილიან ჟოზემ აქცია გოლად – 2:3.

სელტა – სოსიედადი 2:3 (1:1)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ფონტასი, კაბრალი, მალიო, ხონი, ვასი, რადოია, ხოზაბედი (ლობოტკა 76), სისტო (ჰიულსაგერი 86), ასპასი, მ.გომესი (პ.ერნანდესი 67).
მწვრთნელი: ხუან კარლოს უნსუე

სოსიედადი (4-3-3): რული, რ.ნავასი, ელუსტონდო, ოდრიოზოლა (ხუანმი 67), კ.როდრიგესი, ილარამენდი, ზურუტუზა, პრიეტო (აგირეჩე 82), კანალესი (ველა 57), ოიარზაბალი, ვილიან ჟოზე.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

გოლები: 1:0, 2:1 მ.გომესი (22; 50), 1:1 ოიარზაბალი (33), 2:2 ხუანმი (80), 2:3 ვილიან ჟოზე (88 პენ.)
გაფრთხილებები: მ.გომესი, ხონი, მალიო – ილარამენდი
მსაჯი: მატეუ ლაოსი

ხირონა – ატლეტიკო 2:2 (2:0)

ხირონა, “ესტადიო მუნიციპალ დე მონტილივი”

ხირონა (5-3-2): ირაისოსი, ალკალა, მუნიესა, ესპინოსა, მაფეო, ადეი (პლანასი 71), ბ.გარსია, გრანელი, პონსი, პორტუ (კაიოდე 84), სტუანი.
მწვრთნელი: პაბლო მაჩინი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, სავიჩი, ხიმენესი, ხუანფრანი (ა.კორეა 58), ლ.ერნანდესი, გაბი (გაიტანი 69), კოკე, კარასკო, საული, გრიზმანი, ფ.ტორესი (ვიეტო 73).
მწვრთნელი: დიეგო სომეონე

გოლები: 1:0, 2:0 სტუანი (22; 25), 2:1 ა.კორეა (78), 2:2 ხიმენესი (85)
გაფრთხილებები: სტუანი, პონსი – კარასკო, საული, ლ.ერნანდესი, გრიზმანი
გაძევება: გრიზმანი (67)
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

სევილია – ესპანიოლი 1:1 (0:0)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): სორია (ს.რიკო 5), ლენგლეტი, კიაერი, სარაბია, კორშია, ლასო (ბანეგა 54), ნ’ზონზი (პიზარო 73), განსო, ნავასი, ნოლიტო, მურიელი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი, დავიდ ლოპესი, ნალდო, კარისოლი, ხ.ლოპესი, დიოპი, ფუეგო, ხურადო (ჰ.პერესი 74), პიატი (გრანერო 60), ბაპტიშტაო, ხ.მორენო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გოლები: 1:0 ლენგლეტი (26), 1:1 ბაპტიშტაო (35)
გაფრთხილებები: ბანეგა, ნოლიტო – დიოპი, ბაპტიშტაო, კარისოლი, დავიდ ლოპესი
გაძევება: ბანეგა (84)
მსაჯი:
ალეხანდრო ერნანდესი

თეგებილა ლიგა
0.154549