ფეხბურთი

14:47 | 19.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

აგენტი: “დრაქსლერზე არაფერი დაგეგმილა”

“პარი სენ-ჟერმენისა” და იულიან დრაქსლერის წარმომადგენელმა როგერ ვიტმანმა უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისი კლიენტი სხვა გუნდში აპირებს გადასვლას.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 23 წლის ნახევარმცველი პარიზის დატოვებას გეგმავდა.ჟურნალისტების თქმით, უნაი ემერის ნეიმარის დამატების შემდეგ დრაქსლერი აღარ სჭირდებოდა, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა უარყო.

“არ გვაინტერესებს, თუ რას წერს პრესა. დრაქსლერი არ აპირებს პსჟ-ს დატოვებას. თუ ვინმე კიდევ დაწერს ამგვარ ინფორმაციას, კლუბის პრეზიდენტსმოვუწოდებ, ეს სიტუაციაგანიხილოს.

ვიმეორებ, იულიანზე არაფერი დაგეგმილა”, - თქვა აგენტმა.

გავრცელებული ინფორმაციით კი, ვიტმანი ცდილობს, თავისი კლიენტი “ბარსელონაში” გადაიყვანოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101797