ფეხბურთი

20:20 | 18.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბოატენგი "აინტრახტში" გადავიდა

განელი ნახევარმცველი კევინ-პრინს ბოატენგი კარიერას "აინტრახტში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. აფრიკელმა მოთამაშემ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ბოატენგი მანამდე "ლას პალმასში" თამაშობდა და ესპანელებმა შეთანხმების საფუძველზე ფეხბურთელს ხელშეკრულება გაუუქმეს.

ბოატენგი ლა ლიგის გუნდში "მილანიდან" 2016 წელს გადავიდა. გასულ სეზონში ნახევარმცველმა 29 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115164