თამაშგარე

17:08 | 18.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სიღნაღელი მემწვადე საშა გრეის საქართველოში სტუმრობას იხსენებს

დაახლოებით ორ წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკაში “მოღვაწე“ რუსმა, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ და შემდგარმა პორნოვარსკვლავმა საშა გრეიმ საქართველოში იმოგზაურა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მოგზაურობა რუსული ბულვარული მედიით გაშუქდა, ქართველების დიდმა ნაწილმა, ცხადია, არ იცოდა, ვინ იყო ეს ქალი და რაოდენი დარდი და სიხარული ჰქონდა მას ამაქვეყნად ნანახი.

აი, როგორ იხსენებს საშა გრეის სტუმრობას სიღნაღის ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომელი, ბატონი გოგი: “მემწვადედ დავბერდი, შვილო. უკვე 70 წლისა მოვიყარე და რა არ მინახამს? რუსი ქალების ამბებს მე მასწავლით? ნიჟნი ნოვგოროდში ქალი მყავდა, ამბავი დაწყებული არა მქონდა, ის უკვე გახდილი წამოწვებოდა ხოლმე “კუშეტკაზე“, მაშ! მაგრამ, პორნოვარსკვლავი ჩემ მწვად რომ შასჭამდა, აბა რას ვიფიქრებდი?

ჩვენს რესტორანში ექვსნი მოიდნენ. იმათგან ქალი მარტო ორი იყო. საშას რო შავხედე, იმწამს მივხვდი, უბრალო ვინმე რომ არ იყო. შორტიკიდან ბარძაყები იგრე გადმოეყარა, ამოდენა კაცმა კინაღამ ხურუშიანივით ცუნდრუკი ავსტეხე. მკერდი კიდენა, გაუყიდავი და გადამწიფებული გორხანა ატამისეეფა ქონდა. უხმეე...

ჩემი შამწვარი მწვადი რო მიუტანეს, შამფურს ერთი პირი გასდო და იგრე კოხტად, პრაფესიონალურად გააცალა ჩიჩია - თქვენი მოწონებული. ქალს ხორცი ეგრე უყვარდეს, პირველათა ვნახე რა. უყვარდეს კაცო, ღმერთმა შაარგოს. თუმცა შაერგო და ეგაა... წავედი ახლა, მივხედო საქმესა, თორემ იმ ამძუვნებულ საშა გრეიზე ფიქრი მარგებს მე? ვინცა ფიქრობს, რა ხეირი?..“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132269