ფეხბურთი

13:31 | 18.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვინ გახდება გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი?

დღეს, გერმანიის ბუნდესლიგის 2017-2018 წლების სეზონი იწყება. სეზონს ტრადიციულად მოქმედი ჩემპიონი ხსნის საკუთარ მოედანზე. ვინაიდან ბოლო წლების უცვლელი ტრიუმფატორი "ბაიერნია", ამჯერადაც ბუნდესლიგა მიუნხენიდან იწყება. მეტოქე კი ლევერკუზენის "ბაიერია", რომელმაც გასული სეზონი ჩააგდო, თუმცა, ახალს დიდი იმედით ხვდება.

ფაქტია, რომ ბუნდესლიგას ერთი ფავორიტი ჰყავს და ის "რეკორდმაისტერია" - მაგრამ, მაინც: იქვეა დორტმუნდის "ბორუსია", რომელმაც წამყვანი ბირთვი ამ დროისთვის სრულად შეინარჩუნა. გარდა ამისა, არახალია, რომ გერმანიაში ყველ სეზონში გამოჩნდება ხოლმე ერთი გუნდი ყველას რომ აკვირვებს. შარშან ასეთი "ლაიპციგი" გახლდათ.

გთავაზობთ გამოკითხვას: ვინ გახდება ბუნდესლიგის გამარჯვებული 2017-2018 წლების სეზონში?

გამოკითხვა
ვინ მოიგებს ბუნდესლიგას?
ხმის მიცემა შედეგი
თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123994