სხვა

23:50 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის 9 ახალი კანდიდატი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭო სექტემბერში ლიმაში გასამართ სოკ-ის 131-ე კონგრესს საბჭოს ცხრა ახალი წევრის კანდიდატურას წარუდგენს. სოკ-ის საარჩევნო კომისიამ კანდიდატები შეარჩია საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, სოკ-ის სტრატეგიული საგზაო რუკის შესაბამისად და 2020 წლის ოლიმპიური დღის წესრიგის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

შემოთავაზებული ცხრა წევრიდან ხუთი წევრი - სამი ქალი და ორი მამაკაცი - აღმასრულებელ კომიტეტს ინდივიდუალურად წარმოადგენენ. დანარჩენი ოთხი წევრი, ოლიმპიური ქარტიის თანახმად, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების და საერთაშორისო სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები იქნებიან. კანდიდატების შერჩევისას გათვალისწინებული იქნა სპორტის ზაფხულის სახეობათა საერთაშორისო ფედერაციების ასოციაციისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის რეკომენდაციები. ამასთან ერთად, აღმასრულებელი საბჭოს წევრობის თითოეული კანდიდატის შესაბამისობა შეისწავლა სოკ-ის ეთიკის კომისიამ.

ინდივიდუალური კანდიდატები: ბაკლაი ტემენგილი (პალაუ), ჟირი კეჟვალი (ჩეხეთი), კრისტინ კლოსტერ ასენი (ნორვეგია), ხუნინგ პატამალ ლესვადთრაკული (ტაილანდი), ლუის ოვიედო (დომინიკის რესპუბლიკა); წევრები ეოკ-ებიდან: ნევან ალვარესი (ჩილე), ხალიდ მუჰამედ ალ ზუბაირი (ომანი); წევრები საერთაშორისო სპორტული ფედერაციებიდან: ჟან კრისტოფ როლანდი (საფრანგეთი, ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაცია), ინგმარ დე ვოსი (ბელგია, ცხენოსნობის საერთაშორისო ფედერაცია).

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109951