ჩოგბურთი

17:37 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა გასკეს მეთხუთმეტედ აჯობა

ცინცინატის მასტერსის მთავარმა ფავორიტმა რაფაელ ნადალმა ტურნირის 1/16-ფინალში რიშარ გასკე 6:3, 6:4 დაამარცხა, ურთიერთშეხვედრებში ესპანელი ფრანგს 15:0-ს უგებს.

1/8-ფინალში რაფა თავის თანამემამულეს ალბერტ რამოსს გაეჯიბრება, მატჩი 18 აგვისტოს თბილისის დროით 03:00 საათზეა ჩანიშნული.

ცინცინატის მასტერსის საპრიზო ფონდი 5.2 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

0.115079