ფეხბურთი

11:24 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” მბაპეს ახალ კლუბში წარმატება უსურვა

მადრიდის “რეალი” საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “მონაკოს” ახალგაზრდა ფორვარდის კილიან მბაპეს შეძენაზე საბოლოოდ უარს ამბობს.

ესპანელი ჟურნალისტის ექტორ ფერნანდესის ინფორმაციით, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება 18 წლის ფეხბურთელის მიერ წამოყენებული ფინანსური მოთხოვნების შემდეგ მიიღო.

“მბაპემ “რეალისგან” წლიურ ანაზღაურებად 12 მილიონი ევრო მოითხოვა, გადასახადების გარეშე, რადგან ანალოგიური წინადადება მიიღო “პარი სენ ჟერმენისგან”. ამის გამო მადრიდელებმა ფეხბურთელის შეძენაზე უარი თქვეს და მბაპეს პარიზში წარმატება უსურვეს” - წერს ფერნანდესი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10981